რაგბი | საქართველოს 20-წლამდელთა ნაკრების სამწვრთნელო შტაბმა მსოფლიო თასისთვის შემადგენლობა დაასახელა #1TVSPORT
რაგბი | საქართველოს 20-წლამდელთა ნაკრების სამწვრთნელო შტაბმა მსოფლიო თასისთვის შემადგენლობა დაასახელა #1TVSPORT

საქართველოს 20-წლამდე მორაგბეთა ნაკრები მსოფლიო თასისთვის ემზადება. ტურნირი 27 ივნისიდან 18 ივლისის ჩათვლით საქართველოში გაიმართება – მატჩებს თბილისი და ქუთაისი უმასპინძლებენ.

უმცროსი „ბორჯღალოსნების“ სამწვრთნელო შტაბმა ტურნირსთვის 30-კაციანი შემადგენლობა დაასახელა, რომელშიც 17 მორკინალი და 13 ხაზის მოთამაშეა. გუნდში 12 ლეგიონერია, რომლებიც საფრანგეთის TOP 14-ისა და PRO D2-ის კლუბებში თამაშობენ.

საქართველოს ნაკრების შემადგენლობა მსოფლიო თასზე:

შერკინება: გიორგი ტურაშვილი („კასტრი“, საფრანგეთი), ნიკოლოზ  ბალანჩივაძე („ორიაკი“, საფრანგეთი), ლუკა იასეშვილი („ხარები“), დავით არჩვაძე („ლელო“), ანრი შველიძე („ბრივი“, საფრანგეთი), გიორგი აღნიაშვილი („კარკასონი“, საფრანგეთი), ლევან ეზიეშვილი („მონტობანი“, საფრანგეთი), საბა ნოზაძე („ნევერი“, საფრანგეთი), გაბრიელ რაზმაძე („ორიაკი“, საფრანგეთი), ნიკოლოზ ჩხორთოლია („მონპელიე“, საფრანგეთი), ანდრია ბილანიშვილი („ლელო“), დავით ბარამია („ტულონი“), ლუკა ნარსია („აია“), გიორგი ზაზაძე („ხარები“), გიორგი არძენაძე („კოლხი რაინდები“), ირაკლი ყოლბაია („ლელო“), მიხეილ შიოშვილი („ტულონი“, საფრანგეთი);

ხაზი: გიორგი ხონელიძე („ტულონი“, საფრანგეთი), დაჩი წიკლაური („ხვამლი“), თემურ ძოძუაშვილი („აია“), მათე მახარაძე („ხვამლი“), ლეონიდე სალდაძე („ლოკომოტივი“), დავით ბარბაქაძე („ლიონი“ საფრანგეთი), დემეტრე დევდარიანი („ლელო“), დათა ახვლედიანი („ლელო“), ავთანდილ ზვიადაძე („აია“), ლუკა ტაბატაძე („არმია“), საბა ნატროშვილი („არმია“), ნიკოლოზ ხალვაში („ლელო“), დათა არობელიძე („არმია“).

მთავარი მწვრთნელი: ვიტო კოლელიშვილი.

მწვრთნელები: მიხეილ ნარიაშვილი, გიორგი ბეგაძე, თორნიკე ბუბუტეიშვილი, რატი შანიძე.

მსოფლიო თასის დაწყებამადე უმცროსი „ბორჯღალოსნები“ 22 ივნისს, რუსთავში, ახალი ზელანდიის 20-წლამდელთა ნაკრებთან დასკვნით მოსამზადებელ მატჩს გამართავენ – თამაში 14:00 საათზე დაიწყება.

მსოფლიო თასზე საქართველოს ნაკრები A ჯგუფში მოხვდა, სადაც მისი მეტოქეები სამხრეთ აფრიკის, უელსისა და ურუგვაის ნაკრებები იქნებიან.

საქართველო ნაკრების მატჩების განრიგი:

27 ივნისი, „ავჭალა“, 18:00 | საქართველო – უელსი;

2 ივლისი, „ავჭალა“, 20:30 | საქართველო – სამხრეთ აფრიკა;

7 ივლისი, „ავჭალა“, 20:30 | საქართველო – ურუგვაი.

20-წლამდელთა შორის მსოფლიო თასის მატჩების პირდაპირ რეპორტაჟებს საქართველოს პირველი არხი და პირველი არხი პოსრი შემოგთავაზებთ.