რაგბი | საქართველოს 20-წლამდელთა ნაკრებმა ამხანაგურ მატჩში ამერიკის გუნდი დაამარცხა #1TVSPORT
საქართველოს 20-წლამდე მორაგბეთა ნაკრებმა მსოფლიო თასის დაწყებამდე ამერიკის შეერთებული შტატების 20-წლამდელთა გუნდთან ამხანაგური მატჩი გამართა და მეტოქე 52:17 დაამარცხა.
უმცროსმა „ბორჯღალოსნებმა“ ამერიკელთა ჩათვლის მოედანში რვა ლელო დადეს – თავი საბა ნატროშვილმა (2), ლუკა ტაბატაძემ (2), გიორგი აღნიაშვილმა, გაბრიელ რაზმაძემ, ნიკოლოზ ხალვაშმა და ირაკლი ყოლბაიამ გამოიჩინეს, გარდასახვები კი ზუსტად დაჩი წიკლაურმა (2), თემურ ძოძუაშვილმა (2) და მათე მახარაძემ (2), შეასრულეს.
საქართველოს ნაკრები მსოფლიო თასის დაწყებამდე კიდევ ერთ ამხანაგურ მატჩს 22 ივნისს, რუსთავში, ახალი ზელანდიის 20-წლამდელთა გუნდთან გამართავს.
მსოფლიო თასზე საქართველო A ჯგუფში იასპარეზებს, სადაც მისი მეტოქეები სამხრეთ აფრიკის, უელსისა და ურუგვაის გუნდები იქნებიან. მატჩები 27 ივნისიდან 18 ივლისის ჩათვლით თბილისსა და ქუთაისში ჩატარდება – პირდაპირ რეპორტაჟებს საქართველოს პირველი არხი და პირველი არხი სპორტი შემოგთავაზებთ.