რაგბი | ორი ქართველი საფრანგეთის TOP 14-ის რეგულარული სეზონის სიმბოლურ ნაკრებში მოხვდა #1TVSPORT
რაგბი | ორი ქართველი საფრანგეთის TOP 14-ის რეგულარული სეზონის სიმბოლურ ნაკრებში მოხვდა #1TVSPORT

გამოცემა Sud Radio Rugby-მ საფრანგეთის სარაგბო ჩემპიონატის რეგულარული სეზონის დასრულების შემედეგ სიმბოლური ნაკრები შეადგინა, რომელშიც ორი ქართველი მორაგბე მოხვდა – რჩეულთა შორის საქართველოს ნაკრების შერკინების ორი ბურჯი, გიორგი ახალაძე და გიორგი მელიქიძე არიან.

მელიქიძის „სტად ფრანსე“ 79 ქულით მესამე ადგილზე გავიდა და ნახევარფინალის შესარჩევ პლეიოფში დავით ნინიაშვილის, ალექსანდრე ქუნთელიასა და ნიკა სუთიძის „ლა როშელს“ უმასპინძლებს.

მელიქიძემ რეგულარულ გათამაშებაში 25 მატჩი ჩაატრა, აქედან 13-ჯერ სასტარტო შემადგენლობაში იყო და რვა ლელო (40 ქულა) მიითვალა.

გიორგი ახალაძის „კლერმონი“ კი 71 ქულით მე-7 ადგილზე გავიდა და პლეიოფის მიღმა დარჩა.

ახალაძემ რეგულარულ გათამაშებაში 24 მატჩში ითამაშა (13 სასტრტოში), მის ანგარიშზე 4 ლელოა (20 ქულა).