ტაიმაუტი | ამ თამაშებმა დაგვანახა, რომ ქართული რაგბი სწორად ვითარდება - ქართველმა მორაგბეებმა ფიჯისთან თამაში შეაფასეს #1TVSPORT
ტაიმაუტი | ამ თამაშებმა დაგვანახა, რომ ქართული რაგბი სწორად ვითარდება - ქართველმა მორაგბეებმა ფიჯისთან თამაში შეაფასეს #1TVSPORT

საქართველოს მორაგბეთა ნაკრებმა მსოფლიო თასზე მესამე თამაში ფიჯის ნაკრების წინააღმდეგ ჩაატარა და, დიდი ბრძოლის მიუხედავად, 12:17 დამარცხდა.

მატჩის შემდეგ „ტაიმაუტმა“ ინტერვიუები ჩაწერა საქართველოს ნაკრების მორაგბეებთან, ვასილ ლობჟანიძესთან, ლუკა ნიორაძესა და თორნიკე ჯალაღონიასთან.

ვასილ ლობჟანიძე – „მიუხედავად ანგარიშისა, თამაშს დადებითად შევაფასებ. კმაყოფილი ვარ თითოეული მორაგბის თავდადებით. იმედია, გულშემატკივარმა დაინახა, რომ გამარჯვების მოსაპოვებლად, რაც შეგვეძლო, ყველაფერი გავაკეთეთ, მათთვის მიცემული პირობა შევასრულეთ.

რა თქმა უნდა, როდესაც მსოფილო ჩემპიონატამდე ტიერ 1-ის გუნდს ეთამაშები, უფრო ნათლად ჩანს ნაკლოვანებები, ხედავ, რა დონეზე ხარ. ფიჯისგან განსხვავებით, ამის შესაძლებლობა ჩვენ ნაკლებად გქვონდა. როდესაც რელობის წინაშე აღმოვჩნდით, დავინახეთ, რომ იმ შეცდომებს, რაც ტიერ 2-ის გუნდებთან გეპატიება, მაღალი დონის მეტოქე არ გპატიობს.

ამ თამაშებმა დაგვანახა, რომ ქართული რაგბი სწორად ვითარდება, ძალიან ახლოს ვართ იმ ბალანსთან, რაც შერკინებასა და ხაზს შორის თამაშის დროს არის. ადრე შერკინების მოთამაშეები უფრო ცნობილები იყვნენ მსოფლიოში, ახლა კი ფაქტია, რომ ხაზის მოთამაშეებიც დიდ სამუშაოს ასრულებენ შეტევასა თუ დაცვაში“.

ლუკა ნიორაძე – პირველ რიგში, მადლობას ვუხდი ბიჭებს, მათ ყველაფერი ჩადეს ამ თამაშში. შეხვედრა ბოლომდე დაძაბული, სანახაობრივი და საინტერესო გამოვიდა, გამარჯვებულის ვინაობა ბოლო წუთამდე არავინ იცოდა.

რა თქმა უნდა, მატჩის დასაწყისში საკვანძო მოთამაშეების შეცვლა დიდი დანაკლისია, ამან თამაშზე და, საბოლოოდ, შედეგზეც დიდი გავლენა იქონია“.

თორნიკე ჯალაღონია – „ამ თამაშისთვის ვემზადებოდით და ალბათ ყველამ დაინახა, რომ ბიჭებმა ყველაფერი გაიღეს შედეგის მისაღწევად. ბოლომდე ვიბრძლეთ, მაგრამ სპორტია და არ გაგვიმართლა.

ნებისმიერი მოთამაშის ტრავმა სამწუხაროა, ნაადრევმა ტრავმებმა კი თამაშზე გავლენა მოახდინა – შემცვლელებს თავიდანვე მოუწიათ მოედანზე შესვლა და მეორე ტაიმში სათანადო მუხტი ვერ შეიტანეს თამაშში, ამან კი საბოლოოდ შედეგზეც იმოქმედა“.