ტაილანდში მონარქ მაჰა ვაჯირალონგკორნის კორონაციის სამდღიანი ცერემონია დაიწყო
ტაილანდში მონარქ მაჰა ვაჯირალონგკორნის კორონაციის სამდღიანი ცერემონია დაიწყო

ტაილანდში მონარქ მაჰა ვაჯირალონგკორნის კორონაციის სამდღიანი ცერემონია დაიწყო.

ჩაკრის დინასტიის წარმომადგენელმა, ტაილანდის სამეფო ტახტი მემკვიდრეობით 2016 წელს მიიღო, როდესაც მეფე პუმიპონ ადულიადეტი გარდაიცვალა. მაჰა მისი ერთადერთი შვილი იყო, თუმცა ქვეყნის საიდუმლო საბჭოს გადაწყვეტილებით, რეგენტად საბჭოს თავმჯდომარე დაინიშნა.

კორონაციის ცერემონიის დაწყებამდე რამდენიმე დღით ადრე ასევე ცნობილი გახდა, რომ ტაილანდის მეფე დაქორწინდა. მაჰა ვაჯირალონგკორნმა ცოლად საკუთარი დაცვის სამსახურის წარმომადგენელი შეირთო.

ტაილანდში კონსტიტუციური მონარქიაა, თუმცა სამეფო ოჯახი ადგილობრივებში დიდი ძალაუფლებით სარგებლობს. ქვეყანაში კანონიც კი არსებობს, რომელიც მონარქიის კრიტიკას კრძალავს.