ბრაზილიის ნაკრების ყოფილი მეკარე კლაუდიო ტაფარელი „ლივერპულში“ იმუშავებს.
გამოცემა The Athletic-ის ინფორმაციით, 55 წლის სპეციალისტი ინგლისური კლუბის მთავარი მწვრთნელის იურგენ კლოპის გუნდში შეიყვანეს.
„ლივერპულში“ ტაფარელი მეკარეების მწვრთნელის პოსტს დაიკავებს. იგივე მოვალეობების შესრულებას გააგრძელებს ის ბრაზილიის ნაკრებში.
შეგახსენებთ, რომ „ლივერპულის“ ძირითადი მეკარე ალისონი ტაფარელის თანამემამულეა და ისინი ბრაზილიის ნაკრებში თანამშრომლობენ.