ტაეკვანდოს ფედერაციის გამგეობის წევრი გიორგი აბულაძე ფოთში ინციდენტის შემდეგ ქუთაისში, ექსპერტიზაზე გადაიყვანეს
ტაეკვანდოს ფედერაციის გამგეობის წევრი გიორგი აბულაძე ფოთში ინციდენტის შემდეგ ქუთაისში, ექსპერტიზაზე გადაიყვანეს

ფოთში, ტაეკვანდოს ღია ჩემპიონატზე ინციდენტში მონაწილე ტაეკვანდოს ფედერაციის გამგეობის წევრი, გიორგი აბულაძე ფოთის პოლიციიდან ქუთაისში, ექსპერტიზაზე გადაიყვანეს.

აბულაძეს ჟურნალისტებთან კომენტარი არ გაუკეთებია.

შეგახსენებთ, ტაეკვანდოს მწვრთნელებსა და გიორგი აბულაძეს შორის ფიზიკური დაპირისპირება მოხდა. სამართალდამცველებმა სამი მწვრთნელი დააკავეს. მწვრთნელების თქმით, აბულაძე მათ უცენზურო სიტყვებით მიმართავდა. მათივე ინფორმაციით, პროვოკაცია აბულაძემ შეგნებულად მოაწყო.

შსს-მ გამოძიება სსკ-ის 126-ე მუხლით დაიწყო, რაც ძალადობას გულისხმობს. ფოთის პოლიციის შენობასთან ამ დრომდე რჩებიან ტაეკვანდოს მწვრთნელები და დაკავებულების გათავისუფლებას ითხოვენ.