ტაეკვონდოს ფედერაციის პრეზიდენტის მომხრეებსა და მოწინააღმდეგეებს შორის დაპირისპირებისას სამი ადამიანი დააკავეს
ტაეკვონდოს ფედერაციის პრეზიდენტის მომხრეებსა და მოწინააღმდეგეებს შორის დაპირისპირებისას სამი ადამიანი დააკავეს

ფოთში, ტაეკვონდოს ფედერაციის პრეზიდენტის მომხრეებსა და მოწინააღმდეგეებს შორის ფიზიკური დაპირისპირებისას სამი ადამიანი დააკავეს.

დაპირისპირება ფედერაციის შენობასთან მაშინ მოხდა, როდესაც ფედერაციის წევრების ნაწილი სულხან ბაბუაძეს ხვდებოდა.

ფედერაციის წევრების ნაწილი სულხან ბაბუაძეს არასწორ მენეჯმენტში დებს ბრალს. მათი ნაწილი ამტკიცებს, რომ ყველა პროცესი ფედერაციაში გაუმჭვირვალედ მიმდინარეობს და მისი თანამდებობიდან გადაყენებას მოითხოვენ. ბაბუაძის თანამოაზრეებს კი მიაჩნიათ, რომ აზრთა სხვადასხვაობა ნორმალური პროცესია და იგი ფიზიკურ დაპირისპირებამდე არ უნდა მივიდეს.

„მოვითხოვთ ტაეკვონდოს ფედერაციის პრეზიდენტის გადაყენებას. წინააღმდეგ შემთხვევაში, არ გავჩერდებით და პროტესტის ფორმებს მივმართავთ“, – განაცხადა მწვრთნელმა, ზაზა ჭანტურიამ.

მწვრთნელები და ფედერაციის სხვა წარმომადგენლები ახლა ფოთის პოლიციასთან არიან შეკრებილი და დაკავებულების გათავისუფლებას მოითხოვენ. შსს-ს ინფორმაციით, გამოძიება 126-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც ძალადობას გულისხმობს.