მსოფლიოს მეოთხე ჩოგანმა, WTA-ის წლის შემაჯამებელი ტურნირის გამარჯვებულმა, უკრაინელმა ელინა სვიტოლინამ სოციალურ ქსელში თავის ხელმომწერებს მოუწოდა, მხარი დაუჭირონ უკრაინას.
მას შემდეგ, რაც რუსებმა ქერჩის სრუტეში ხელთ ჩაიგდეს უკრაინული სამხედრო კატარღები, სვიტოლინამ გამოთქვა შეშფოთება და თავის „ინსტაგრამში“ გამოაქვეყნა უკრაინული დროშის ფოტო წარწერით – Pray for Ukraine (“ილოცე უკრაინისთვის”).