სლოან სტივენსმა ჩოგბურთის ისტორიაში ერთ-ერთი შთამბეჭდავი ქამბექი შეასრულა და სინგაპურის ფინალში გავიდა
სლოან სტივენსმა ჩოგბურთის ისტორიაში ერთ-ერთი შთამბეჭდავი ქამბექი შეასრულა და სინგაპურის ფინალში გავიდა

ამერიკელი ჩოგბურთელი სლოან სტივენსი, WTA-ის წლის შემაჯამებელი ტურნირის მეორე ფინალისტი გახდა. აშშ-ის ღიას შარშანდელი ჩემპიონი ჩოგბურთის ისტორიაში ერთ-ერთი შთამბეჭდავი „ქამბექის“ ავტორი გახდა.

სტივენსი 0:6, 0:2-ს აგებდა ჩეხი კაროლინა პლიშკოვას წინააღმდეგ, მაგრამ ჯერ მეორე პარტიაში ანგარიშის გათანაბრება შეძლო, 3:3-ის შემდეგ კი 11 გათამაშებულ გეიმში ცხრა თავის სასარგებლოდ დაასრულა და საათსა და 57 წუთში 0:6, 6:4, 6:1 მოიგო.

ასე რომ, კვირას, სინგაპურში წლის დასკვნითი ტურნირის მთავარ პრიზს უკრაინელი ელინა სვიტოლინა და ამერიკელი სლოან სტივენსი გაითამაშებენ.

დატოვე კომენტარი