სვიტოლინა წლის შემაჯამებელი ტურნირის პირველი ფინალისტია
სვიტოლინა წლის შემაჯამებელი ტურნირის პირველი ფინალისტია

WTA-ის წლის შემაჯამებელ ტურნირზე, პირველი ფინალისტი, უკრაინელი ელინა სვიტოლინა გახდა. მან, ორი საათი და 42 წუთი, მარათონული ბრძოლის შემდეგ, სამ სეტში ჰოლანდიელ კიკი ბერტენსს მოუგო – 7:5, 6:7(5), 6:4.

აღსანიშნავია, რომ ბერტენსს უფრო მეტი ბრეიკ-პოინტი ჰქონდა, ვიდრე მის მეტოქეს – 9 8-ის წინააღმდეგ, მაგრამ სვიტოლინამ მეტოქის მოწოდება ხუთჯერ აიღო, ბერტენსმა – სამჯერ.
ჰოლანდიელი ძალიან აგრესიულად თამაშობდა და 41 „ვინერსი“ დააგროვა, მაგრამ ამას 63 უნებლიე შეცდომაც დაურთო. სვიტოლინამ შეხვედრა 12 „ვინერსითა“ და 36 უნებლიე შეცდომით დაასრულა.

უკრაინელმა სინგაპურში ზედიზედ მეოთხე მატჩი მოიგო. ფინალში მისი მეტოქე ჩეხი კაროლინა პლიშკოვასა და ამერიკელი სლოან სტივენსის მატჩში გაირკვევა.