სუს-ის ინფორმაციით, ოკუპირებულ რეგიონში მცხოვრები პენსიონერები კუთვნილი პენსიის მიღებას 12 თებერვლიდან შეძლებენ
სუს-ის ინფორმაციით, ოკუპირებულ რეგიონში მცხოვრები პენსიონერები კუთვნილი პენსიის მიღებას 12 თებერვლიდან შეძლებენ

ცენტრალური ხელისუფლების კონტროლირებად ტერიტორიაზე ოკუპირებულ რეგიონში მცხოვრები გარკვეული კატეგორიის პირები გადმოსვლას შეძლებენ ეტაპობრივად, კორონავირუსთან დაკავშირებული რეგულაციების დაცვით, – ამის შესახებ საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის განცხადებაშია ნათქვამი.

„ოკუპირებული აფხაზეთის მიმართულებით საოკუპაციო ხაზის გახსნასთან დაკავშირებით გვსურს, გაგაცნოთ დამატებითი დეტალები. „ცხელი ხაზით“ გაზიარებული ინფორმაციის თანახმად, ოკუპირებული აფხაზეთის მიმართულებით 11 თებერვლიდან საოკუპაციო ხაზზე გადაადგილება გაიხსნა ორმხრივად ხანდაზმულებისთვის, პენსიონერებისთვის, განსაკუთრებული საჭიროების მქონე პირებისთვის და სხვა. 12 თებერვლის დღის პირველი ნახევრიდან პენსიონერები, საკუთარი სურვილის შესაბამისად, საოკუპაციო ხაზზე შეძლებენ კუთვნილი პენსიის მიღებას.

საქართველოს ცენტრალური ხელისუფლების კონტროლირებად ტერიტორიაზე ოკუპირებულ რეგიონში მცხოვრები გარკვეული კატეგორიის პირები გადმოსვლას შეძლებენ ეტაპობრივად, კორონავირუსთან დაკავშირებული კონკრეტული რეგულაციების დაცვით“, – ნათქვამია სუს-ის განცხადებაში.

ოკუპირებული აფხაზეთის მიმართულებით თავისუფალი მიმოსვლის თითქმის ერთწლიანი შემზღუდავი რეჟიმის შემდეგ, დღეიდან ენგურის ხიდზე ეგრეთ წოდებული გადასასვლელი გაიხსნა.

დატოვე კომენტარი