სუს-ში აცხადებენ, რომ ე.წ. ცხინვალის პროკურატურის მიერ თამარ მეარყიშვილის დაკავებასთან დაკავშირებით ინტენსიური კომუნიკაცია მიმდინარეობს

12:10, 23.12.2025

სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურში აცხადებენ, რომ ოკუპირებული ცხინვალიდან ცხელი ხაზით ოკუპირებულ ტერიტორიაზე მუდმივად მცხოვრები საქართველოს მოქალაქის, თამარ მეარაყიშვილის უკანონოდ დაკავების ფაქტი დაადასტურეს.

სუს-ის ცნობით, საკითხთან დაკავშირებით ინტენსიური კომუნიკაცია მიმდინარეობს.

ცნობისთვის, ოკუპირებული ცხინვალის ე.წ. პროკურატურაში განაცხადეს, რომ საქართველოს მოქალაქე „ჯაშუშობის“ ბრალდებით დააკავეს. თამარ მეარყიშვილის წინააღმდეგ „სისხლის სამართლის საქმე აღიძრა რუსეთის სისხლის სამართლის კოდექსის 276-ე მუხლით. ჯაშუშობის ბრალდება 10-დან 20 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს“.

მსგავსი