სურსათის ეროვნულმა სააგენტომ რუსთავში მოსწავლეთა ინტოქსიკაციის ფაქტზე მოკვლევა დაიწყო
სურსათის ეროვნულმა სააგენტომ რუსთავში მოსწავლეთა ინტოქსიკაციის ფაქტზე მოკვლევა დაიწყო

სურსათის ეროვნული სააგენტოს ინფორმაციით, უწყების ქვემო ქართლის რეგიონული სამმართველოს ინსპექტორებმა რუსთავის მე-15 საჯარო სკოლაში 16-მდე მოსწავლის ინტოქსიკაციის ფაქტზე მოკვლევა დაიწყეს.

როგორც სააგენტოში აცხადებენ, სკოლის ბუფეტში ტარდება არაგეგმური ინსპექტირება, აიღებენ სურსათის ნიმუშებს, რომელთა კვლევა ჩატარდება აკრედიტებულ ლაბორატორიაში.

„ლაბორატორიული კვლევის შედეგებს სააგენტო მიღებისთანავე გაასაჯაროებს”, – აცხადებენ სურსათის ეროვნული სააგენტოს ინფორმაციაში.

გავრცელებული ინფორმაციით, მოზარდები შეუძლოდ მას შემდეგ გახდნენ, რაც სკოლის კაფეტერიაში შეძენილი ლობიანი მიირთვეს.