პოპულარულმა საკრივო გამოცემა „ბოქსრეკმა“ (BoxRec) წარმოადგინა სუპერმძიმე წონითი კატეგორიის მოკრივეთა განახლებული რეიტინგი, რომელსაც ორი ბრიტანელი მოკრივე – ენტონი ჯოშუა და ტაისონ ფიური უდგანან სათავეში. მესამეზე მოულოდნელად არის უკრაინელი ალექსანდრ უსიკი, რომელსაც ამ კატეგორიაში მხოლოდ ერთი ბრძოლა აქვს ჩატარებული.
სრულად ამ რეიტინგის ტოპ-ათეული ასე გამოიყურება:
1. ენტონი ჯოშუა (ბრიტანეთი) – 912,8
2. ტაისონ ფიური (ბრიტანეთი) – 864,8
3. ალექსანდრ უსიკი (უკრაინა) – 580,5
4. ენდი რუისი (მექსიკა) – 486,1
5. დეონტეი უალდერი (აშშ) – 480,6
6. დილიან უაიტი (ბრიტანეთი) – 383,1
7. ალექსანდრ პოვეტკინი (რუსეთი) – 362,4
8. კუბრატ პულევი (ბულგარეთი) – 344,5
9. ლუის ორტისი (კუბა) – 270,9
10. დერიკ ჩისორა (ბრიტანეთი) – 268,1