სუპერლიგაში პრემიერლიგის ექვსივე კლუბმა უარი თქვა პროექტში მონაწილეობაზე #1TVSPORT
სუპერლიგაში პრემიერლიგის ექვსივე კლუბმა უარი თქვა პროექტში მონაწილეობაზე #1TVSPORT

ინგლისის პრემიერლიგის ექვსივე კლუბმა, რომლებმაც ორი დღის წინ გამოაცხადეს ევროპის სუპერლიგაში შესვლის შესახებ, პროექტში მონაწილეობაზე უარი განაცხადეს. ესენი არიან – „მანჩესტერ სიტი“, „მანჩესტერ იუნაიტედი“, „ლივერპული“, „ჩელსი“, „არსენალი“ და „ტოტენჰემი“.

ამ კლუბებმა უკვე გააკეთეს საკუთარ ოფიციალურ ვებგვერდებზე შესაბამისი განცხადებები. ბრიტანული პრესის ცნობით, ყველაზე ბოლოს ეს „ჩელსიმ“ გააკეთა.

შეგახსენებთ, რომ ექვსი ინგლისური კლუბის გარდა, სუპერლიგაში მონაწილეობას აპირებდნენ – „რეალი“, „ბარსელონა“, „ატლეტიკო“, „იუვენტუსი“, „მილანი“ და „ინტერი“.