სუპერლიგა | „დინამომ“ ნახევარფინალურ სერიაში ანგარიში გაათანაბრა #1TVSPORT
სუპერლიგა | „დინამომ“ ნახევარფინალურ სერიაში ანგარიში გაათანაბრა #1TVSPORT

1:1 – „დინამოსა“ და „ცხუმ-აფხაზეთს“ შორის სერიაში ანგარიში გათანაბრდა. პირველი მატჩი ცხუმელებმა მოიგეს, მეორეშიც ახლოს იყვნენ წარმატებასთან, თუმცა სამართლიანობა მოითხოვს აღინიშნის, რომ მეორე შეხვედრაში გადამწყვეტი წუთები „დინამომ“ უკეთ ჩაატარა და დამსახურებულად გაიმარჯვა.

მუჰამედ ტაჩის გაწვრთნილმა გუნდმა პირველი ტაიმი სტაბილურად ჩაატარა, მესამეში კი „ცხუმ-აფხაზეთს“ 22:8 მოუგო და მეოთხე პერიოდის წინ 12 ქულით დაწინაურდა. გადამწყვეტ ათწუთეულში თამაშის სურათი შეიცვალა, ცხუმელებმა მატჩის დასრულებამდე 2.34 წუთით ადრე ანგარიში გაათანაბრეს (64:64), რის შემდეგაც ყოველი ქულისთვის უშეღავათო ბრძოლა გაჩაღდა.

საბოლოოდ უოლკერისა და ბულაშვილის ექვსი ზუსტი საჯარიმოს შემდეგ „დინამომ“ 70:68 გაიმარჯვა.

მის რიგებში ყველაზე მეტი, 14 ქულა ლუკა ბულაშვილმა (6 პასი) ჩააგდო. ალონზო ვოლკერმა ორმაგ დუბლი გაიფორმა – 10 ქულა, 14 მოხსნა.

„ცხუმ-აფხაზეთში “ 14 ქულითა და 11 მოხსნით საუკეთესო ალექსანდრე ფევაძე იყო.