სუპერკომპიუტერმა მსოფლიოს ჩემპიონატის ფინალში მესისა და რონალდოს დაპირისპირება იწინასწარმეტყველა #1TVSPORT
სუპერკომპიუტერმა მსოფლიოს ჩემპიონატის ფინალში მესისა და რონალდოს დაპირისპირება იწინასწარმეტყველა #1TVSPORT

სუპერკომპიუტერმა მსოფლიოს 2022 წლის ჩემპიონატისთვის პროგნოზო გააკეთა, – იტყობინება ბრიტანული ჟურნალი FourFourTwo კომპანია BCA Research-ის კვლევებზე დაყრდნობით.

კომპიუტერის მიონაცემებით, მსოფლიოს ჩემპიონატის გამარჯვებული გახდება არგენტინის ნაკრები, რომელიც ფინალში პენალტების სერიაში მოუგებს პორტუგალიას.’

კვლევისას ითვალისწინებდნენ მონაცემებს FIFA 22-ის კომპიუტერული თამაშიდან, ასევე მსოფლიოს ბოლო ოთხი ჩემპიონატის სტატისტიკას.

მსოფლიოს ჩემპიონატი ყატარში 20 ნოემბრიდან 18 დეკემბრამდე გაიმართება. არგენტინის ნაკრები ჯგუფურ ეტაპზე საუდის არაბეთის, მექსიკისა და პოლონეთის ნაკრებების წინააღმდეგ ითამაშებს.