სუპერმძიმე წონაში IBF-ის, WBA-სა და WBO-ის ვერსიით მსოფლიოს ჩემპიონის, ბრიტანელი ენტონი ჯოშუას პრომოუტერმა ედი ჰირნმა განაცხადა, რომ მისი კლიენტის ბრძოლა WBC-ის ჩემპიონთან, ამერიკელ დეონტეი უაილდერთან, დიდი ალბათობით, მომავალი წლის თებერვალში გაიმართება.
მხარეები მოლაპარაკებებს აწარმოებენ, მაგრამ ეს პროცესი საკმაოდ ნელა მიმდინარეობს, რადგან უთანხმოება არსებობს ბრძოლის ჩატარების ადგილთან დაკავშირებით.
კიდევ ერთი პრობლემაა ჯოშუას ვალდებულება – ტიტული დაიცვას WBA-ის ოფიციალურ პრეტენდენტთან, რუს ალექსანდრ პოვეტკინთან ბრძოლაში.
“გვინდა ბრძოლის სექტემბერში ჩატარება, მაგრამ თუ ამ თვეში პოვეტკინთან აუცილებელი ბრძოლა მოგვიწია, მაშინ შეხვედრა უაილდერთან, სავარაუდოდ, თებერვალში გაიმართება”, – განაცხადა ჰირნმა boxingscene.com-თან კომენტარში.