სულხან სალაძე - გიორგი გოცირიძის განცხადება გამოხატვის თავისუფლების ფარგლებში გამოთქმული მოსაზრებაა
სულხან სალაძე - გიორგი გოცირიძის განცხადება გამოხატვის თავისუფლების ფარგლებში გამოთქმული მოსაზრებაა

საია-ს იურისტის, გიორგი გოცირიძის განცხადება არის მისი პირადი და არა „საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის“ ოფიციალური პოზიცია, – ამის შესახებ საქართველოს პირველ არხს „საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის“ (საია) თავმჯდომარემ, სულხან სალაძემ განუცხადა, საია-ს იურისტ, გიორგი გოცირიძის შეფასებების შესახებ.

„მე არ ვთვლი, რომ საზოგადოებრივი მაუწყებელი არის კრემლის გაგრძელება. არც იმ გადაცემასა და არც იმ კვლევას არ შევაფასებ, მაგრამ თუ თქვენი კითხვაა, არის თუ არა საზოგადოებრივი მაუწყებელი კრემლის ერთგვარი გაგრძელება, ჩემი პასუხი არის – არა. ამიტომ კიდევ ერთხელ ვამბობ, გიორგი გოცირიძის მოსაზრება არის მისი პირადი მოსაზრება და არ გამოხატავს საია-ს პოზიციას. ეს არის გამოხატვის თავისუფლების ფარგლებში გამოთქმული მისი მოსაზრება“, – განაცხადა სულხან სალაძემ.