სუდანში ორწლიანი გარდამავალი პერიოდის განმავლობაში ძალაუფლება სამხედრო საბჭოს გადაეცემა
სუდანში ორწლიანი გარდამავალი პერიოდის განმავლობაში ძალაუფლება სამხედრო საბჭოს გადაეცემა

სუდანის თავდაცვის მინისტრმა, ავად მუგამედ აჰმედ იბნ აუფმა ორწლიანი გარდამავალი პერიოდის შესახებ განაცხადა. ქვეყნის სახელმწიფო ტელევიზიით საგანგებო მიმართვის დროს თავდაცვის მინისტრმა აღნიშნა, რომ ამ ხნის განმავლობაში ქვეყანას სამხედრო საბჭო მართავს.

ამასთან ერთად, თავდაცვის მინისტრმა ქვეყანაში საგანგებო მდგომარეობის შემოღების შესახებ განაცხადა.

„დიდი ხნის განმავლობაში ვხედავდით, თუ რა ხდებოდა ქვეყანაში. არსებული ვითარების გამო ღარიბი უფრო გაღარიბდა. მდიდრები კი ისევ მდიდრები არიან. ადამიანებს თანაბარი შესაძლებლობები და შანსები არ ჰქონდათ“, – განაცხადა სუდანის თავდაცვის მინისტრმა საგანგებო განცხადების დროს.

სუდანის პრეზიდენტი ომარ ალ-ბაშირი თანამდებობიდან დღეს გადადგა. მედიის ცნობით, ის შინაპატიმრობაში იმყოფება.