სუდანის პრეზიდენტი თანამდებობიდან გადადგა
სუდანის პრეზიდენტი თანამდებობიდან გადადგა

სუდანის პრეზიდენტი ომარ ალ-ბაშირი თანამდებობიდან გადადგა. ამის შესახებ განცხადებას „ევრონიუსი“ ქვეყნის მთავრობის განცხადებაზე დაყრდნობით ავრცელებს.

ასევე, ცოტა ხნის წინ ცნობილი გახდა, რომ სუდანის არმია უახლოეს საათებში საგანგებო განცხადებას გააკეთებს. ადგილობრივი მედიის ცნობით, არმიის წარმომადგენლები სამხედრო გადატრიალების შესახებ განაცხადებენ.

სუდანში პრეზიდენტ ომარ ალ-ბაშირის წინააღმდეგ მასშტაბური საპროტესტო აქციები უკვე ერთი თვეა მიმდინარეობს. დედაქალაქ ხარტუმში ათასობით აქტივისტია გამოსული. ისინი მოსალოდნელ ცვლილებებს წინასწარ ზეიმობენ. დემონსტრანტების დიდი ნაწილი ქვეყნის თავდაცვის სამინისტროს წინ არის შეკრებილი.