სუდანში მთავრობის საწინააღმდეგო აქციებზე დაღუპულთა რიცხვი 24-მდე გაიზარდა
სუდანში მთავრობის წინააღმდეგ გამართულ საპროტესტო აქციებზე დაღუპულთა რიცხვი 24-მდე გაიზარდა. ამის შესახებ სუდანის მთავრობის ფაქტების დამდგენი კომიტეტის ხელმძღვანელმა, ამერ იბრაჰიმმა განაცხადა. საკვების ფასების ზრდის და სავალუტო კრიზისის გამო სუდანში საპროტესტო გამოსვლები გასული წლის დეკემბერში დაიწყო, შემდეგ კი მთავრობის წინააღმდეგ აქციებში გადაიზარდა.
სუდანის ხელისუფლებამ დემონსტრანტების წინააღმდეგ ძალისმიერი მეთოდები არაერთხელ გამოიყენა. საერთაშორისო ორგანიზაცია Amnesty International-ის ინფორმაციით, სუდანში პროტესტის დროს სულ მცირე, 40 ადამიანია დაღუპული.