სუდანში მთავრობის საწინააღმდეგო აქციაზე სროლის შედეგად ერთი ადამიანი დაიღუპა. აქციის მონაწილეებთან დაკავშირებული სამედიცინო ჯგუფის, „სუდანელი ექიმების ცენტრალური კომიტეტის“ ინფორმაციით, სროლის დროს მჯდომარე აქციის რამდენიმე მონაწილემ სხეულის დაზიანება მიიღო.
„ალ ჯაზირა“ წერს, რომ აქციის მონაწილეების დასაშლელად სუდანის მმართველმა გარდამავალმა სამხედრო საბჭომ სამხედროები გაგზავნა. „ალ ჯაზირასთან“ საუბარში ერთ-ერთმა დემონსტრანტმა თქვა, რომ აქციას „სწრაფი მხარდაჭერის ძალები“ და პოლიცია დაესხა თავს.
ომარ ალ-ბაშირის ხანგრძლივი მმართველობის დასრულების შემდეგ, სუდანში ხელისუფლება სამხედროებმა გადაიბარეს. აქციის მონაწილეები კი ქვეყანაში სამოქალაქო მმართველობას ითხოვენ.