სტუმარი უეფა-დან - ფეხბურთის ფედერაციას მასობრივი ფეხბურთის მენტორი ეწვია #1TVSPORT
სტუმარი უეფა-დან - ფეხბურთის ფედერაციას მასობრივი ფეხბურთის მენტორი ეწვია #1TVSPORT

უეფა-ს მასობრივი ფეხბურთის მენტორი ლეს ჰაუვი საქართველოში იმყოფებოდა და სამუშაო ვიზიტით ფეხბურთის ფედერაციას ესტუმრა.

ევროპული ფეხბურთის მმართველი ორგანოს წარმომადგენელმა სამუშაო შეხვედრები სფფ-ის მასობრივი ფეხბურთის დეპარტამენტის წარმომადგენლებთან გამართა.

შეხვედრის ფარგლებში ისაუბრეს მიმდინარე და დაგეგმილ პროექტებზე და საქართველოში მასობრივი ფეხბურთის განვითარების კუთხით, სამომავლო გეგმებზეც იმსჯელეს.

ვიზიტის ფარგლებში ლეს ჰაუვი მოყვარულთა ლიგა 2-ის გათამაშების ფინალურ მატჩს დაესწრო და დაჯილდოების ცერემონიაში მიიღო მონაწილეობა. გადამწყვეტ მატჩში „სნეპ პრემიუმმა“ „კოლხი“ დაამარცხა და მოყვარულთა ლიგა 2-ის თასს დაეუფლა.

მასობრივი ფეხბურთის მენტორი სფფ-ის პროექტის #WePlayStrong საქართველოს გოგონათა ვარჯიშსაც დაესწრო, რომელიც ნუცუბიძის პლატოზე ახლადგახსნილ საფეხბურთო ცენტრში გაიმართა.