ევროკავშირს სწრაფი რეაგირების ძალები ეყოლება, რომელიც სრულად ქმედითი 2025 წლისთვის იქნება
ევროკავშირის საგარეო საქმეთა და თავდაცვის მინისტრების მიერ დამტკიცებული თავდაცვისა და უსაფრთხოების პოლიტიკის განმსაზღვრელი დოკუმენტის, „სტრატეგიული კომპასის“ თანახმად, ევროკავშირს ეყოლება სწრაფი რეაგირების ძალები. როგორც ევროკავშირის საბჭოს გვერდზე გამოქვეყნებულ დოკუმენტშია აღნიშნული, ევროკავშირს სხვადასხვა სახის კრიზისებზე რეაგირებისთვის შეეძლება ხუთი ათასამდე ჯარისკაცის სწრაფი მობილიზება.
დოკუმენტის მიხედვით, ევროკავშირის სამხედრო დანაყოფი სრულად იქნება ქმედით უნარიანი 2025 წლისთვის.
ამას გარდა, დოკუმენტის მიხედვით, 2023 წლიდან ევროკავშირი ჩაატარებს რეგულარულ სამხედრო წვრთნებს როგორც ზღვაში, ისე ხმელეთზე.
„ევროკავშირმა ახლახანს დაამტკიცა „სტრატეგიული კომპასი“. ის ევროკავშირს აძლევს აუცილებელი ინსტრუმენტების ნაკრებს, რათა ის გახდეს თავდაცვისა და უსაფრთხოების სფეროში ნამდვილი გეოპოლიტიკური მოთამაშე ნატო-სთან ერთად. ეს მხოლოდ მოგზაურობის დასაწყისია. ბევრი იქნება დამოკიდებული იმაზე, თუ რამდენად წარმატებით დავუჭერთ მხარს უკრაინას რუსეთის აგრესიის წინააღმდეგ“, – წერს ლატვიის საგარეო საქმეთა მინისტრი ედგარს რინკევიჩსი სოციალურ ქსელ „ტვიტერში“.
European Union just approved Strategic compass, it gives necessary toolbox for EU to become a real geopolitical defense and security player together with NATO. It’s only beginning of the journey. Much will depend on how successfully we support Ukraine against Russia’s aggression
— Edgars Rinkēvičs (@edgarsrinkevics) March 21, 2022