„ლივერპულის“ ყოფილმა კაპიტანმა სტივენ ჯერარდმა, შესაძლოა, იურგენ კლოპი შეცვალოს მერსისაიდული კლუბის მთავარი მწვრთნელის პოსტზე. ამის შესახებ დაწერა გაზეთმა „მირორმა“.
წყაროს ცნობით, 53 წლის კლოპს უწინასწარმეტყველებენ გერმანიის ნაკრების მწვრთნელობას იოახიმ ლიოვის წასვლის შემთხვევაში, რომელსაც 2022 წლის ბოლომდე აქვს კონტრაქტი.
უფრო ადრე დაიწერა, რომ გერმანიის საფეხბურთო კავშირის (DFB) პრეზიდენტმა ფრიტც კელერმა გამორიცხა ლიოვის განთავისუფლება იმ შემთხვევაშიც კი, თუ გერმანიის ნაკრები ვერ გავა ევრო 2020-ის ჯგუფიდან.
40 წლის სტივენ ჯერარდი 2018 წლიდან ავარჯიშებს „რეინჯერსს“. შოტლანდიის პრემიერლიგის 30 მატჩში გლაზგოურ გუნდს წაგება არ აქვს და 15-ქულიანი სხვაობით ლიდერობს გათამაშების ცხრილს.