სტივენ ჯერარდი - მეგონა, „რეინჯერსის“ ფეხბურთელებს გამარჯვებულის მენტალიტეტი ჰქონდათ
სტივენ ჯერარდი - მეგონა, „რეინჯერსის“ ფეხბურთელებს გამარჯვებულის მენტალიტეტი ჰქონდათ

„გლაზგო რეინჯერსის“ მთავარ მწვრთნელ სტივენ ჯერარდის თქმით, მას ეგონა, რომ გუნდის ფეხბურთელებს გამარჯვებულის მენტალიტეტი ჰქონდათ, თუმცა, ახლაღა ხვდება, რომ ცდებოდა.

შოტლანდიის პირველობის უკანასკნელ ტურში, საკუთარ მოედანზე, „რეინჯერსმა“ „კილმარნოკთან“ 1-2 წააგო და „სელტიკთან“ ჩამორჩენა 10 ქულამდე გაზარდა.

„მე მეგონა, ჩვენ მენტალიტეტი და ხასიათი გვქონდა, რომ ჩემპიონობისთვის გვებრძოლა, თუმცა, რასაც ბოლო ოთხი-ხუთი კვირის მანძილზე ვუყურებ, როგორც ჩანს, ვცდებოდი“, – განაცხადა ჯერარდმა. – „თუმცა, ყველაფერს ფეხბურთელებს ნამდვილად ვერ დავაბრალებ, რადგან მთავარი პასუხისმგებელი მე ვარ“.

„გლაზგო რეინჯერსი“ შოტლანდიის ჩემპიონი 2011 წლის შემდეგ არ გამხდარა და, როგორც ჯერარდი აცხადებს, ამის გაკეთება წელსაც უკიდურესად რთული იქნება.