სტივ კინმა „ტორპედოს“ გულშემატკივრებს მიმართა - ყოველი ნაბიჯისას ვგრძნობთ მხარდაჭერას #1TVSPORT
სტივ კინმა „ტორპედოს“ გულშემატკივრებს მიმართა - ყოველი ნაბიჯისას ვგრძნობთ მხარდაჭერას #1TVSPORT

ეროვნული ლიგის ახალი სეზონის დაწყებამდე ქუთაისის „ტორპედოს“ მთავარმა მწვრთნელმა, სტივ კინმა და გუნდის ახალწვეულმა, ნორვეგიის ნაკრების ყოფილმა თავდამსხმელმა, ბიორნ იონსენმა გულშემატკივრებს მიმართეს.

„იყავით ისეთები, როგორებიც ხართ. ჩვენ ყოველი ნაბიჯისას ვგრძნობთ მხარდაჭერას, იქნება ეს საშინაო თუ გასვლითი მატჩი. ასევე ვგრძნობთ თქვენს განწყობას და ხვალ სტადიონზე გელით“, – ამბობს სტივ კინი.

„გუნდთან ადაპტაცია გავიარე და ახალი სეზონისთვის მზად ვარ. კლუბში რამდენიმე გამოცდილი ფეხბურთელია და ისინი ძალიან დამეხმარნენ. ვიცი, რას ნიშნავს „ტორპედოში“ თამაში და სრულად მაქვს გააზრებული პასუხისმგებლობა. გულშემატკივრის მხარდაჭერა ჩვენთვის მნიშვნელოვანი იქნება“, – ეს უკვე ბიორნ იონსენის სიტყვებია.

ეროვნული ლიგის ახალ სეზონს ქუთაისის „ტორპედო“ 2 მარტს „სამტრედიასთან“ საშინაო მატჩით იწყებს. „შენგელია არენაზე“ შეხვედრა 20:00 საათზე დაიწყება.