„გოლდენ სტეიტმა“ და გუნდის მთავარმა მწვრთნელმა სტივ კერმა კონტრაქტის გაგრძელების თაობაზე მოილაპარაკეს, – ამის შესახებ ESPN-ი წერს.
ახალი ხელშეკრულების დეტალები უცნობია, თუმცა, ცნობილი ხდება, რომ ხელშეკრულების ძალაში შესვლის შემდეგ, კერი ეროვნული საკალათბურთო ასოციაციის ერთ-ერთი ყველაზე მაღალანაზღაურებადი მწვრთნელი გახდება.
2014 წელს კერმა „უორიორზთან“ 5-წლიანი კონტრაქტი გააფორმა. ამის შემდეგ, კალიფორნიელებმა ზედიზედ ოთხ ფინალში მიიღეს მონაწილეობა და სამი ტიტული მოიპოვეს.