აშშ-ის ნაკრებმა ოლიმპიადისთვის გაფართოებული შემადგენლობა დაასახელა, სიაში არიან ლებრონი, დურანტი, კარი, ემბიდი #1TVSPORT
კალათბურთში ამერიკის შეერთებული შტატების ნაკრების პრესსამსახურმა დაასახელა გაფართოებული შემადგენლობა პარიზის ოლიმპიური თამაშებისთვის.
სიაში 41 კალათბურთელი მოხვდა:
ჯეისონ ტეიტუმი, დერიკ უაიტი, ჯეილენ ბრაუნი, ჯრიუ ჰოლიდეი (ყველა – ბოსტონი), ლებრონ ჯეიმსი, ენტონი დევისი, ოსტინ რივზი (ყველა – ლეიკერსი), კავაი ლეონარდი, ჯეიმს ჰარდენი, პოლ ჯორჯი (ყველა – კლიპერსი), ტაილერ ჰირო, ჯიმი ბატლერი, დანკან რობინსონი (ყველა – მაიამი), კევინ დურანტი, დევინ ბუკერი (ორივე – ფინიქსი), ჯოშ ჰარტი, ჯალენ ბრანსონი (ორივე – ნიუ იორკი), სტეფენ კარი, კრის პოლი (ორივე – გოლდენ სტეიტი), კემ ჯონსონი, მიკალ ბრიჯესი (ორივე – ბრუკლინი), ბობი პორტისი, დემიან ლილარდი (ორივე – მილუოკი), სკოტი ბარნსი (ტორონტო), ალექს კარუზო (ჩიკაგო), ენტონი ედვარდსი (მინესოტა), ჯოელ ემბიდი (ფილადელფია), დე’აარონ ფოქსი (საკრამენტო), აარონ გორდონი (დენვერი), ტაირიზ ჰალიბერტონი (ინდიანა), ჩეთ ჰოლმგრენი (ოკლაჰომა), ბრენდონ ინგრემი (ნიუ ორლეანი), კაირი ირვინგი (დალასი), ჯარენ ჯექსონი (მემფისი), უოკერ კესლერი (იუტა), დონოვან მიტჩელი (კლივლენდი), ტრეი იანგი (ატლანტა).
ამ 41 კალათბურთელიდან 23-ს აქვს მოპოვებული ოქროს მედალი ზაფხულის ოლიმპიადებზე ან მსოფლიო ჩემპიონატებზე.
საბოლოო განაცხადში 12 კალათბურთელი უნდა მოხვდეს.
პარიზის ოლიმპიადაზე აშშ-ის ნაკრების მთავარი მწვრთნელი იქნება „გოლდენ სტეიტის“ დამრიგებელი სტივ კერი.