„გოლდენ სტეიტის“ დამრიგებელი სტივ კერი ამერიკის შეერთბული შტატების საკალათბურთო ნაკრების ახალი მთავარი მწვრთნელი გახდება. ამის შესახებ თავის „ტვიტერში“ დაწერა ცნობილმა ინსაიდერმა ედრიან ვოინაროვსკიმ.
კერი მთავარი მწვრთნელის პოსტზე შეცვლის გრეგ პოპოვიჩს, რომელმაც ტოკიოს ოლიმპიადის მოგების შემდეგ დატოვა პოსტი.
ვოინაროვსკის ინფორმაციით, კერის სამწვრთნელო შტაბში შევლენ მონტი უილიამსი (ფინიქსი), ერიკ სპოელსტრა (მაიამი) და გონზაგას უნივერსიტეტის გუნდის მთავარი მწვრთნელი მარკ ფიუ.
კერის დანიშვნის შესახებ ოფიციალურად უახლოეს დღეებში გამოაცხადებენ.