სტივ ჰენსენი ახალი ზელანდიის მთავარი მწვრთნელის პოსტს მსოფლიო თასის დასრულებისთანავე დატოვებს
მსოფლიოს მოქმედი ჩემპიონის, ახალი ზელანდიის ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა, სტივ ჰენსენმა, განაცხადა, რომ დაკავებულ პოსტს 2019 წლის მსოფლიო თასის დასრულებისთანავე დატოვებს.
სპეციალისტი აღნიშნულ თანამდებობას 2012 წლიდან იკავებს, ხოლო მანამდე რვა წლის მანძილზე გრემ ჰენრის ასისტენტი იყო.
„ახალი ზელანდიის ნაკრებში 16 წლის მანძილზე ვმუშაობდი და ვთვლი, რომ ახლა წასვლის დროა. მსოფლიო თასის შემდეგ ცვლილება ყველას წაადგება. ახლა უკვე სხვისი ჯერია „ოლ ბლექსის“ ისტორია დაწეროს,“ – განაცხადა ჰენსენმა.
ჰენსენი ახალი ზელანდიის ნაკრებში 2004 წელს მივიდა. უეინ სმიტთან და სერ გრემ ჰენრისთან ერთად, მან გუნდს 2011 წლის მსოფლიო თასის მოაგებინა. მისი სამწვრთნელო კარიერა ქენთბერიში დაიწყო. 1999 და 2000 წლებში ჰენსენი „ქრუსეიდერზსში“ მუშაობდა. 2002-2004 წლებში ის უელსის ნაკრების მთავარი მწვრთნელის პოსტს იკავებდა.