ახალი ზელანდიის ნაკრების ყოფილმა მთავარმა მწვრთნელმა სტივ ჰანსენმა რაინდის წოდება მიიღო
ახალი ზელანდიის ნაკრების ყოფილმა მთავარმა მწვრთნელმა სტივ ჰანსენმა რაინდის წოდება მიიღო

ახალი ზელანდიის ნაკრების ყოფილმა მთავარმა მწვრთნელმა სტივ ჰენსენმა, რომელთან ერთადაც გუნდმა 2015 წელს მსოფლიო ჩემპიონის ტიტული მოიპოვა, რაინდის წოდება მიიღო. ჰენსენს წოდება მოკლე ცერემონიაზე, გუბერნატორმა დეიმ პატსი რედიმ მიანიჭა.

„ოლ ბლექსის“ ყოფილმა მწვრთნელმა ჟურნალისტებთან ხუმრობით განაცხადა, რომ ახალი წოდება მას დისკომფორტს უქმნიდა – „მეგობრები „ბატონოთი“ (Sir) მომმართავენ, რაც დამაბნეველია, მაგრამ ცხოვრება გრძელდება. მადლობა ჩემი ოჯახის წევრებს – მათი დამსახურებაა ყველა ჯილდო, რომელიც მივიღე.“

ჰენსენმა ტიტული ქრაისტჩერჩში, 13 სხვა ადამიანთან ერთად მიიღო, რომელთა შორის ველომრბოლელი ჰეიდენ რულსტონი და პარალიმპიელი როლი კრინქტონი იყვნენ.