იაპონიაში მიმდინარე რაგბის მსოფლიო თასზე ახალმა ზელანდიამ უელსის ნაკრები დამაჯერებელი ანგარიშით ( 40:17) დაამარცხა და მესამე ადგილზე გავიდა.
„ოლ ბლექსი“ მსოფლიო ჩემპიონატის მთავარ ფავორიტად მიიჩნეოდა და ინგლისთან განცდილი მარცხის შემდეგ, სტივ ჰანსენმა მთავარი მწვრთნელის თანამდებობის დატოვების გადაწყვეტილება მიიღო.
სტივ ჰანსენი რაგბის ისტორიაში ყველაზე ტიტულოვან გუნდს, მსოფლიოს სამგზის ჩემპიონს, ახალი ზელანდიის ეროვნული ნაკრებს სათავეში 2011 წლიდან ედგა.
ჰანსენის ხელმძღვანელობით 2015 წელს „ოლ ბლექსმა“ მსოფლიო ჩემპიონის ტიტული მოიპოვა.