სტიქიის ზონაში სამაშველო ღონისძიებები, მეცხრე დღეა, მიმდინარეობს [ფოტო]
სტიქიის ზონაში სამაშველო ღონისძიებები, მეცხრე დღეა, მიმდინარეობს [ფოტო]

ონის მუნიციპალიტეტში, სტიქიის ზონაში სამაშველო ღონისძიებები, მეცხრე დღეა, მიმდინარეობს. სამუშაოებში ჩართულნი არიან როგორც პოლიციის დანაყოფები, საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის მეხანძრე-მაშველები, ისე კინოლოგთა ჯგუფი, სასაზღვრო პოლიციის ვერტმფრენები, დრონები და სპეცტექნიკა.

ასევე, სტიქიის ზონაში მუშაობენ თავდაცვის სამინისტროსა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს საავტომობილო გზების დეპარტამენტის თანამშრომლები.

სტიქიის ზონაში დაღუპულთა რიცხვი 22-მდე გაიზარდა. ამ დროისთვის არსებული მონაცემებით, 11 ადამიანს ეძებენ.