შოვში, სტიქიის ზონაში დაღუპულთა რიცხვი 22-მდე გაიზარდა
შოვში, სტიქიის ზონაში დაღუპულთა რიცხვი 22-მდე გაიზარდა

შოვში, სტიქიის ზონაში დაღუპულთა რიცხვი 22-მდე გაიზარდა. ამის შესახებ ჟურნალისტებს საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის ხელმძღვანელმა, თემურ მღებრიშვილმა განუცხადა.

როგორც თემურ მღებრიშვილმა აღნიშნა, ცხედარი აღმოჩენილია რიონის კალაპოტში.

„ამ დროისთვის სტატისტიკა შეცვლილია, აღმოჩენილია ცხედარი რიონის კალაპოტში და ამ დროისთვის მიმდინარეობს ცხედრის ამოსვენების ღონისძიება. გარდა ამისა, ნაპოვნია ადამიანის სხეულის ქვედა კიდური და მიმდინარეობს საძიებო სამუშაოები“, – განაცხადა მღებრიშვილმა.

ამ დროისთვის არსებული მონაცემებით, სტიქიის ზონაში 11 ადამიანს ეძებენ.

შოვში მეწყერი 3 აგვისტოს ჩამოწვა.