სტიქიის გამო ონის მუნიციპალიტეტში წყალი 400 აბონენტს არ მიეწოდება
სტიქიის შედეგად ონის მუნიციპალიტეტში პრობლემა შეიქმნა წყალმომარაგების კუთხითაც. ქალაქ ონში წყალმომარაგება 400 აბონენტს აქვს შეწყვეტილი.
შეფერხების მიზეზი ცენტრალური მაგისტრალის დაზიანება გახდა. ქალაქ ონის ადმინისტრაციულ ერთეულში მერის წარმომადგენლის, ლევან შერაზადიშვილის ინფორმაციით, წყალმომარაგების აღდგენამდე აბონენტებს სასმელ წყალს წყალმომარაგების კომპანია სახლებში მიაწვდის.