სტიპე მიოჩიჩმა ტრავმა თითქმის მოირჩინა და დენიელ კორმიესთან მესამე ბრძოლის ჩასატარებლად მზად არის (ვიდეო)

აბსოლუტური საბრძოლო ჩემპიონატის მძიმე წონითი დივიზიონის ჩემპიონმა სტიპე მიოჩიჩმა განაცხადა, რომ ტრავმა თითქმის ბოლომდე მოირჩინა და მზად არის ზაფხულში დენიელ კორმიესთან რიგით მესამე ბრძოლა ჩაატაროს.

ხორვატი მებრძოლის აგენტი ჯიმ ვალტერი აცხადებს, რომ მიოჩიჩმა უკანასკნელ სატიტულო ბრძოლაში თვალის საკმაოდ მძიმე ტრავმა მიიღო და მას შემდეგ რეაბილიტაციის პროცესს გადის.

ბოლო დაპირისპირება მიოჩიჩმა დენიელ კორმიესთან UFC 241-ის ფარგლებში, აგვისტოში გამართა და ტექნიკური ნოკაუტით გაიმარჯვა. შეგახსენებთ, რომ პირველი ბრძოლა ამ ორ ათლეტს შორის კორმიეს გამარჯვებით დასრულდა.

TMZ სპორტთან მიცემულ ინტერვიუში მიოჩიჩმა სარეაბილიტაციო პროცესზე და კორმიესთან მესამე დაპირისპრებაზე ისაუბრა

„ამჟამად თვალი კარგ მდგომარეობაში მაქვს. თითქმის ბოლომდე მომირჩა. დღითი დღე ვითარება კიდევ უფრო უმჯობესდება და ვფიქრობ სულ მალე პრობლემა ბოლომდე გაქრება.”