ბერძენმა ჩოგბურთელმა სტეფანოს ციციპასმა მუსიკალური ალბომი ჩაწერა, რომელშიც 10 ინსტრუმენტალური კომპოზიციაა შესული.
„რბილი და ენერგიულო მუსიკის შეხამება სასიამოვნოა გონებისთვის. თქვენ ზუსტად იქ ხართ, სადაც უნდა იყოთ“, – დაწერა „ტვიტერში“ ციციპასმა.
გასულ კვირას, ცინცინატის „მასტერსზე“ სტეფანოს ციციპასმა ნახევარფინალამდე მიაღწია, სადაც მომავალ გამარჯვებულთან ალექსანდრ ზვერევთან სამ სეტში წააგო – 4:6, 6:3, 6:7(4).