ბერძენმა ჩოგბურთელმა სტეფანოს ციციპასმა ATP Cup-ის მატჩში მსაჯისგან გაფრთხილება მიიღო.
ავსტრალიელ ნიკ კირგიოსთან პირველი სეტის ტაი-ბრეიკზე წაგების შემდეგ, სტეფანოსი საკუთარი სკამისკენ გაეშურა და მას მთელი ძალით დაარტყა ჩოგანი.
იქვე მჯდომ საბერძნეთის ნაკრების კაპიტანსა და სტეფანოსის მამას აპოსტოლოს ციციპასს ხელი დაუზიანდა და მან კორტი დატოვა. ჩოგბურთელის დედა მოედანს მიუახლოვდა და ვაჟი დატუქსა.
საბოლოოდ, შეხვედრა კირგიოსმა სამ სეტში მოიგო – 7:6(7), 6:7(3), 7:6(5).