სტეფანოს ციციპასი – დიდი სლემის ყველაზე ახალგაზრდა ნახევარფინალისტი
MELBOURNE, AUSTRALIA - JANUARY 22: Stefanos Tsitsipas of Greece in action against Roberto Bautista Agut (not seen) of Spain during day eight of the 2019 Australian Open at Melbourne Park in Melbourne, Australia on January 22, 2019. Tsitsipas won the match with 3-1. (Photo by Recep Sakar/Anadolu Agency/Getty Images)
20 წლისა და 168 დღის სტეფანოს ციციპასი დიდი სლემის ტურნირის ყველაზე ახალგაზრდა ნახევარფინალისტია. სანამ ბერძენი მეოთხედფინალში ესპანელ რობერტო ბაუტისტა აგუტს დაამარცხებდა, ეს ტიტული ნოვაკ ჯოკოვიჩს ეკუთვნოდა, რომელმაც 2007 წელს, ამერიკის ღია პირველობის ნახევარფინალში, ასევე 20 წლის ასაკში გააღწია.
გარდა ამისა, ციციპასი პირველი ბერძენი ჩოგბურთელია, რომელმაც დიდი სლემის ტურნირის ოთხი ეტაპი გაიარა და ავსტრალიის ღია პირველობის ყველაზე ახალგაზრდა ნახევარფინალისტია ენდი როდიკის შემდეგ (2003).
ნახევარფინალში ციციპასის მეტოქე ესპანელ რაფაელ ნადალსა და ამერიკელ ფრანსეს ტიაფოს შორის გამარჯვებული იქნება.