სტეფან ელ-შაარავი „რომაში“ დაბრუნდა
სტეფან ელ-შაარავი „რომაში“ დაბრუნდა

„რომამ“ გამოაცხადა კონტრაქტის გაფორმების შესახებ შემტევ ნახევარმცველ სტეფან ელ-შაარავისთან.

28 წლის იტალიელმა ერთი კვირის წინ გაწყვიტა კონტრაქტი ჩინურ „შანხაი შენჰუასთან“ და რომაულ კლუბში თავისუფალი აგენტის სტატუსით დაბრუნდა.

შეგახსენებთ, რომ ელ-შაარავი „რომაში“ 2016-19 წლებში თამაშობდა, 109 მატჩი ჩაატარა და 34 გოლი გაიტანა.