სტეფ კარი ზედიზედ მეორე 200-მილიონიან კონტრაქტს გააფორმებს #1TVSPORT
„გოლდენ სტეიტის“ ლიდერს სტეფენ კარის 2021 წლის ზაფხულში აქვს უფლება თავის ამჟამინდელ კლუბთან ოთხი წლით გააგრძელოს კონტრაქტი და ამის სანაცვლოდ 215 მილიონი დოლარი მიიღოს. ინტერნეტ-გამოცემა The Athletic-ის ინსაიდერის მარკუს ტომპსონის თქმით, კარის განზრახული „უორიორზში“ დარჩენა.
„კარი დათანხმდება კონტრაქტის გაგრძელებას. ის აპირებს „უორიორზში“ კიდევ ოთხი ან ხუთი წელი დარჩეს’ – დაწერა „ტვიტერში“ ტომპსონმა.
33 წლის კარის შეუძლია გახდეს პირველი მოთამაშე NBA-ის ისტორიაში, ვინც ზედიზედ ორჯერ გააფორმა მინიმუმ 200-მილიონიანი კონტრაქტი.