„გოლდენ სტეიტის“ სუპერვარსკვლავმა, სტეფ კარიმ 2024 წლის ზაფხულის ოლიმპიადაზე თამაშის სურვილი გამოთქვა. 35 წლის მცველი ადრე თამაშობდა აშშ-ის ნაკრებში და ორჯერ აქვს მოგებული მსოფლიო ჩემპიონატი, მაგრამ მის კოლექციაში არ არის ოლიმპიური მედალი.
რადგან კარის კარიერა დასასრულს უახლოვდება, პარიზი არის ბოლო შანსი იმისთვის, რომ ოლიმპიური ოქრო მოიპოვოს.
„ეს არის რეზიუმეს ნაწილი, რომელზეც სტივ კერი ხუმრობს, რომ მას ის არ გააჩნია. ის უკვე აგროვებს ხალხს მომავალი წლის ზაფხულისთვის, – მოჰყავს კარის სიტყვები BasketNews-ს: „წარმოდგენა არ მაქვს, რა იქნება მომდევნო ზაფხულში. ცხადია, დამატებითი ბონუსია ის, რომ ჩემი მწვრთნელი ნაკრებს ხელმძღვანელობს. მე მინდა, მისთვის თუნდაც კვირის ყოველდღე ვითამაშო, ასე რომ, ვნახოთ რა მოხდება 2024 წლის ზაფხულში““.