სტეფ კარიმ ცხრიდან ცხრა სამქულიანი ააცილა, მაგრამ „გოლდენ სტეიტმა“ მოიგო - NBA, ფინალური სერია, მე-5 მატჩი [ვიდეო] #1TVSPORT
სტეფ კარიმ ცხრიდან ცხრა სამქულიანი ააცილა, მაგრამ „გოლდენ სტეიტმა“ მოიგო - NBA, ფინალური სერია, მე-5 მატჩი [ვიდეო] #1TVSPORT

ფაქტები

* მატჩში ლიდერი ოთხჯერ შეიცვალა. „გოლდენ სტეიტის“ მაქსიმალური ლიდერობა 16 ქულას შეადგენდა, „ბოსტონის“ – ხუთ ქულას.

* სტეფ კარიმ ცხრიდან ვერც ერთი სამქულიანი ვერ გამოიყენა, რითაც შეწყდა მისი 233-მატჩიანი სერია, როცა ის მინიმუმ ერთ სამქულიანს აგდებდა თამაშში. ეს სერია 2018 წლის 8 ნოემბრიდან იღებდა სათავეს.

* ჯეისონ ტეიტუმს მიმდინარე პლეი ოფში 95 შეცდომა დაუგროვდა, რითაც ლებრონ ჯეიმსის (2018 წელი, „კლივლენდი“) ანტირეკორდი გააუმჯობესა.

* სტეფ კარიმ, დრეიონდ გრინმა და კლეი ტომპსონმა ერთად ფინალურ სერიაში მე-20 მმატო მოიგეს, რაც ბოლო 30 წელია არავვის გაუკეთებია.

* NBA-ის ფინალურ სერიებში კლეი ტომპსონმა 102 სამქულიანი ჩააგდო და გაუსწრო ლებრონ ჯეიმსს. ის მხოლოდ სტეფ კარის (146) ჩამორჩება.

 

გოლდენ სტეიტი-ბოსტონი    104:94

27:16, 24:23, 24:35, 29:20

გ-ს: უიგინსი (26+13 მოხსნა), ტომპსონი (21), კარი (16+8 პასი), გრინი (8+8 მოხსნა+6 პასი), პორტერი (2) – სასტარტო; პეიტონი (15), პული (14), ლუნი (2), იგუოდალა (0), კუმინგა (0), ლი (0), მუდი (0), ბიელიცა (0), ტოსკანო-ანდერსონი (0).

: ტეიტუმი (27+10 მოხსნა), სმარტი (20), ბრაუნი (18+9 მოხსნა), რ. უილიამსი (10+8 მოხსნა), ჰორფორდი (9+9 მოხსნა) – სასტარტო; ნესმიტი (3), გ. უილიამსი (3), კორნეტი (3), უაიტი (1), მორგანი (0), სტაუსკასი (0), პრიტჩარდი (0), ჰაუზერი (0).

სერია: 3-2