NBA-ს დრაფტზე პირველ ნომერს „ფინიქსი“ აირჩევს
NBA-ს დრაფტზე პირველ ნომერს „ფინიქსი“ აირჩევს

ცნობილი გახდა ეროვნული საკალათბურთო ასოციაციის 2018 წლის დრაფტის ლატარიის შედეგები. პირველი ნომრის არჩევის უფლება ერგო „ფინიქსს“.

ცოტა ხნის წინ ამ გუნდის მთავარი მწვრთნელი გახდა იგორ კოკოშკოვი, რომელმაც 2017 წელს ევრობასკეტზე გაამარჯვებინა სლოვენიის ნაკრებს.

სლოვენიელი ვუნდერკინდი ლუკა დონჩიჩი წლევანდელი დრაფტის პოტენციურ პირველ ნომრად განიხილება, ასე რომ, არ არის გამორიცხული, დონჩიჩისა და კოკოშკოვის გზები „ფინიქსშიც“ გადაიკვეთოს.

2018 წლის დრაფტზე პირველ 14 ნომერს ასეთი თანმიმდევრობით აირჩევენ:

1. ფინიქსი
2. საკრამენტო
3. ატლანტა
4. მემფისი
5. დალასი
6. ორლანდო
7. ჩიკაგო
8. კლივლენდი
9. ნიუ იორკი
10. ფილადელფია
11. შარლოტი
12. კლიპერსი
13. კლიპერსი
14. დენვერი

2018 წლის დრაფტი 21 ივნისს ბრუკლინში გაიმართება.

დატოვე კომენტარი