„გოლდენ სტეიტის“ პრესსამსახურმა გამოაცხადა, რომ გუნდის ლიდერი სტეფ კარი მინიმუმ ორი კვირა ვერ შეძლებს თამაშს მარცხენა ტერფზე მყესების დაჭიმულობის გამო.
კარიმ ტრავმა „ბოსტონთან“ მატჩის მეორე მეოთხედში მიიღო. მან ტერფი მაშინ დაიზიანა, როცა „ბოსტონის“ კალათბურთელმა მარკუს სმარტმა ბურთისთვის ბრძოლისას მეტოქეს ფეხზე დააბიჯა.
მიმდინარე სეზონში კარიმ 64 მატჩი ჩაატარა და საშუალოდ 25.5 ქულა დააგროვა.