სტარიჯი გაქურდეს და ძაღლიც მოპარეს [ვიდეო]

16:59, 09.07.2019

ინგლისის ნაკრებისა და „ლივერპულის“ ექს-თავდამსხმელმა დენიელ სტარიჯმა ვიდეო გამოაქვეყნა, სადაც ლოს-ანჯელესის გაქურდული სახლი აჩვენა.

როგორც ფეხბურთელმა განაცხადა, მან ძაღლიც დაკარგა. იგი ოთხფეხა მეგობრის დაბრუნებას ითხოვს და ნებისმიერი თანხის გადამხდელია.

სტარიჯი „ლივერპულში“ 2013 წელს „ჩელსიდან“ 15 მილიონ ევროდ გადავიდა. იგი ასევე „სიტიში“, „ვესტ-ბრონვიჩში“ და „ბოლტონში“ ასპარეზობდა. სტარიჯმა პრემიერლიგაში 218 მატჩი ჩაატარა და 77 გოლი გაიტანა. ინგლისის ნაკრებში კი 26 შეხვედრაში რვაჯერ გამოიჩინა თავი.

მსგავსი