ქოჩორაშვილისა და გულიაშვილის გუნდები ესპანეთის თასისთვის ბრძოლას განაგრძობენ #1TVSPORT

02:00, 30.10.2026

ესპანეთში კოპა დელ რეის, იგივე თასის 1/64-ფინალური დაპირისპირებები გაიმართა და მოედანზე ქართველებიც გავიდნენ.

გიორგი ქოჩორაშვილის „სევილია“ ესპანეთის თასზე დაბალი ლიგის „ჰორტალეზას“ ესტუმრა და დამაჯერებლად დაამარცხა – 3:0. საქართველოს ნაკრების ერთ-ერთი საკვანძო მოთამაშე „სევილიის“ ძირითად შემადგენლობაში იყო და 67 წუთი ითამაშა.

გიორგი გულიაშვილის „რასინგმაც“ გასვლაზე დაბალლიგელთან ითამაშა – „რიბადესელასთან“ 2:0 გაიმარჯვა. საქართველოს ნაკრების თავდამსხმელმა სასტარტო თერთმეტეულში ტრავმის შემდეგ პირველად ითამაშა.

მსგავსი